შინაარსზე გადასვლა

აკაკი ბობოხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი ბობოხიძე
იმერეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი 2006 – აპრილი 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გურგენიძე
მემკვიდრელაშა მაქაცარია

იმერეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
სექტემბერი 2005 – დეკემბერი 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიგიორგი გეწაძე

დაბადებული14 სექტემბერი, 1964 (1964-09-14) (60 წლის)
ქვედა გორდი, ხონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიქუთაისი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაევროპული საქართველო
შვილები2
რელიგიამართლმადიდებელი

აკაკი ბობოხიძე (დ. 14 სექტემბერი, 1964, ქვედა გორდი, ამჟამად ხონის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს შვიდი მოწვევის პარლამენტის (1990, 1992, 1999, 2004, 2008, 2012, 2016) წევრი. იმერეთის მხარის ორგზის (2005, 2006-2008) გუბერნატორი. ამჟამად არის „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი.

საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. 1981 წელს დაამთავრა ჭომის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობით. 1986-1987 წლებში მუშაობდა წულუკიძის დაუსწრებელ საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელად. 1988-1990 წლებში მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტში მათემატიკის კათედრაზე.

პოლიტიკური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წელს მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.

1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. 2001 წელს შუალედური არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხონის მაჟორიტარი). 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იყო სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში. 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე იყო ეროვნული გვარდიის დეოპარტამენტის უფროსი. 2006 წლის ნოემბერში კვლავ დაინიშნა იმერეთის მხარის გუბერნატორად. ამ თანამდებობაზე იყო 2008 წლამდე.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (წყალტუბოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. მე-8 მოწვევის პარლამენტში ბობოხიძე გახდა ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლის 27 მაისს გახდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2021 წლის 10 აპრილს აირჩიეს „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივნად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]