ლევან თედიაშვილი
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 მარტი, 1948 |
დაბ. ადგილი | საგარეჯო, საქართველოს სსრ |
ქვეყანა | სსრკ |
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი |
მედლები | ||
---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ოქრო | მიუნხენი 1972 | 82 კგ. |
ოქრო | მონრეალი 1976 | 90 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ოქრო | სოფია 1971 | 82 კგ. |
ოქრო | თეირანი 1973 | 90 კგ. |
ოქრო | სტამბოლი 1974 | 90 კგ. |
ოქრო | მინსკი 1975 | 90 კგ. |
ვერცხლი | მეხიკო 1978 | 100 კგ. |
ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ . 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლევან თედიაშვილი — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;
- ლევან თედიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან თედიაშვილი — ქართული სპორტი
- ლევან თედიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
|
- დაბადებული 15 მარტი
- დაბადებული 1948
- ქართველი მოჭიდავეები თავისუფალ სტილში
- ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
- 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2003)
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები