გოგი ჩიქავა
იერსახე
გოგი ჩიქავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ოქტომბერი, 1960 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გოგი ჩიქავა (დ. 20 ოქტომბერი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1981-1983 წლებში იყო ზუგდიდის ქაღალდის კომბინატის მუშა, 1983-1990 წლებში იყო თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების მუშა, ეკონომისტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგი ჩიქავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine.