თეო ტლაშაძე
იერსახე
თეო ტლაშაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1973 |
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
თეო ტლაშაძე (დ. 12 ივნისი, 1973, გორი) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქ. გორში. მშობლები: ნათელა კოზაევა, ვალერიან ტლაშაძე. 1995 წელს დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1990-93 წლებში იყო გორის სამრეწველო კომბინატის მუშა, 1995-96 წლებში კი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 2003-2007 წლებში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მდივანი. 2007 წლიდან იყო პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეო ტლაშაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეო ტლაშაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)