გივი გუმბარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გივი გრიგოლის ძე გუმბარიძე (დ. 22 მარტი, 1945, თბილისი) — საბჭოთა პერიოდის საქართველოს უკანასკნელი პოლიტიკური ლიდერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1966). 1966-1969 წლებში მუშაობდა ცენტრალურ სახელმწიფო არქივში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლად. 1966-1967 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1972 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1969–1977 იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, ხოლო 1977–1983 წლებში — საქართველოს კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის აპარატის თანამშრომელი, 1983–1985 წლებში — კპ ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, 1988 წლიდან — საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1988 წლის დეკემბრიდან — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი შეცვალა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე. 1989-1991 წლებში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი. 1989 წლის ნოემბრიდან 1990 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (მაჟორიტარი, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი) საქართველოს კომუნისტური პარტიისგან. შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით (1985).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]