ანზორ კილაძე
იერსახე
| ანზორ კილაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1936 |
| დაბადების ადგილი | ლანჩხუთი |
| გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 2009 (73 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ოზურგეთი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი |
ანზორ კილაძე (დ. 7 მაისი, 1936, ლანჩხუთი — გ. 21 სექტემბერი, 2009, ოზურგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი და სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი). საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი დეპუტატი, არჩეული № 7.61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქიდან. იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნეიტრალების“ წევრი (1993–1995). 1993-1994 წლებში იყო ლანჩხუთის რაიონის გამგებელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანზორ კილაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ანზორ კილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი