ლევან გაჩეჩილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.
ლევან გაჩეჩილაძე
Levan Gachechiladze (July 4, 2008).jpg
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1964 (1964-07-20) (54 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ახალი მემარჯვენეები (2000-2004)
ეროვნული საბჭო (2007-2009)
ქართული პარტია(2010-2011)
შვილები 2

ლევან ჯონდოს ძე გაჩეჩილაძე (დ. 20 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი; კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS) დამფუძნებელი. საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. გაჩეჩილაძემ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ბიზნესმენმა. 1994 წელს მან დააფუძნა კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS), რომელიც 1999 წელს ის საქართველოს „წლის კომპანიად" დასახელდა, ხოლო თავად გაჩეჩილაძემ კი „წლის ბიზნესმენის" წოდება მიიღო. მისი პირადი ქონება $10 მილიონი აშშ-ის დოლარით იყო შეფასებული[2]. მისი მთავარი შემოსავლის წყაროა მის მიერ 1994 წელს დაფუძნებული.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა ვაკის საარჩევნო ოლქიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის დაოჯახებული. ჰყავს ძმა, შოუმენი გია გაჩეჩილაძე.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლევან გაჩეჩილაძე. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.
  2. The Richest Georgians of the World Georgian Times