ოთარ დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოთარ დანელია
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 2014 – 9 სექტემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიშალვა ფიფია
მემკვიდრელევან დავითაშვილი

დაბადებული21 სექტემბერი, 1979 (41 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
შვილები2 შვილი

ოთარ დანელია (დ. 21 სექტემბერი, 1979) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996–2000 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში. არის საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის სპეციალისტი. 1997–2002 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.

2001–2004 წლებში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ასისტენტია. 2004–2007 წლებში „კოტ დ’ვუარში გაეროს ოპერაციების“ რეგიონალური წარმომადგენელია. 2008–2011 წლებში „ბანკი რესპუბლიკა–ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის“ ჯერ პროექტის მენეჯერი, შემდეგ კი პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსია. 2011–2013 წლებში სს „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსია. 2013–2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრია. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]