ბერდია გუგავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერდია გუგავა
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1957 (1957-07-17) (66 წლის)
დაბადების ადგილი ლენტეხი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბერდია გუგავა (დ. 17 ივლისი, 1957, დაბა ლენტეხი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1979-1980 წლებში იყო ლენტეხის სპორტსკოლის მწვრთნელი. 1980-1985 წლებში იყო დირექტორი. 1985-1990 წლებში იყო ლენტეხის ტურბაზის დირექტორი. 1990 წელს იყო ოლიმპიური რეზერვების სპორტსკოლის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ლენტეხის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, სპორტისა და ტურიზმის ქვეკომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1996 წელს საქართველოს ოლიმპური ნაკრების უფროსი მწვრთნელი ძიუდოში (ატლანტა). 2009-2013 წლებში იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]