ვახტანგ გოგუაძე
ვახტანგ გოგუაძე | |
---|---|
ვახტანგ გოგუაძე | |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1940 ლესა, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივნისი, 2007 (67 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | საქართველოს პარლამენტის სპიკერი |
საქმიანობა |
პოლიტიკური მოღვაწე ფილოლოგია ფილოსოფია |
მეუღლე(ები) | ნანა ჩხაიძე |
შვილ(ებ)ი | გიორგი გოგუაძე, თამარ გოგუაძე |
ვახტანგ გოგუაძე (დ. 14 თებერვალი, 1940, ლესა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 10 ივნისი, 2007, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.
1967–1985 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე. 1985–1992 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: „ერი გულადი, პურადი“ (1977), „ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი“ (1980), „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ (1993). სხვადასხვა დროს იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი ( თბილისი, ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მდივანი, 2001–2007 წლებში იყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ (ავტორი). — თბილისი, ლეგია, 1993. - 436 გვ.
- იდეოლოგიური ბრძოლა და ხელოვნების მისია (ავტორი). — თბილისი, ხელოვნება, 1986. - 46 გვ.
- ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი (ავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1980. - 178 გვ.
- ერი გულადი, პურადი... : ქართული ზნე-ჩვეულებები და თანამედროვეობა (ავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977. - 191 გვ.
- გრიგოლ კიკნაძე : ცხოვრება და მოღვაწეობა (თანაავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976. - 95 გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 72.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგ გოგუაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ გოგუაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ვახტანგ გოგუაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)[მკვდარი ბმული]
|