მერაბ ქვარაია
მერაბ ქვარაია | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 13 ივლისი, 1972 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ |
მერაბ ქვარაია (დ. 13 ივლისი, 1972, ზუგდიდი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995-1998 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატა, უფროსი ინსპექტორი; 1998-2002 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2001-2002 წლებში შემოსავლების სამინისტროს ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ლექტორი; 2002-2005 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; 2004-2005 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012 წელს საქართველოს პარლამენტის პოლიტპატიმრებზე მომუშავე კომისიის წევრი; 2013-2014 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2016 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (N65 ოლქის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მერაბ ქვარაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მერაბ ქვარაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)