ზურაბ არსოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ არსოშვილი
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1978 (1978-01-21) (46 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ზურაბ არსოშვილი (დ. 21 იანვარი, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტიკოსი.

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2008-2009 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2010–2011 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) შიდა ქართლის მხარეში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შსს-ში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ქ. თბილისის მერის მოადგილედ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში (უფროსი). ჰყავს მეუღლე და შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]