შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ნოღაიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2005  16 ნოემბერი, 2007
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიზურაბ ჟვანია
მემკვიდრელადო გურგენიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2003  17 თებერვალი, 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედიმირიან გოგიაშვილი
მემკვიდრევალერი ჩეჩელაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მაისი, 2000  1 ნოემბერი, 2001
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრიგიორგი არსენიშვილი
წინამორბედიდავით ონოფრიშვილი
მემკვიდრემირიან გოგიაშვილი

დაბადებული22 ოქტომბერი, 1964 (1964-10-22) (61 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირისაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებამოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფიზიკოსი, ბიზნესმენი
საქმიანობაპოლიტიკოსი, მეცნიერი, ეკონომისტი, ფინანსისტი
რელიგიამართლმადიდებლობა
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.

1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989-1990 წლებში ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მწვანეთა პარტია “, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1996-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 წლის ნოემბრიდან — 2000 წლის მაისამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერისაქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2002-2003 წლებში სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003, აპრილი - ნოემბერი — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი. 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი —- საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა.

ამის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ჩამოყალიბება. ნოღაიდელის პარტიის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ის განსაკუთრებით აქტიურობდა აჭარასა და გურიაში. 2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ[1][2][3] ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური პრობლემის გამო, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა[4][5]. მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა განცხადება გააკეთა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით[6].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები რიგგარეშე ყრილობას გამართავენ“. რუბრიკა პოლიტიკა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი. 2010-12-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  2. „”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობას 23 დეკემბერს გამართავს“. ნიუსი, რუბრიკა პოლიტიკა. პირველი არხი. 2010-12-21. ციტირების თარიღი: 2011-01-10.[მკვდარი ბმული]
  3. „ნატო ხოხიაშვილი: "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობის ჩატარება საკუთარი სახსრებით უზრუნველვყავით". საინტერესო სააგენტო პირველი. 2010-12-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  4. „ჭადრაკის სასახლეში "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს“. ნიუსი > პოლიტიკა. GeoNews.ge. 2010-12-23. ციტირების თარიღი: 2011-01-10.[მკვდარი ბმული]
  5. „ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაატოვებინეს“. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი. 2011-01-11. ციტირების თარიღი: 2011-01-11.
  6. „ნოღაიდელი ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს“. Daily News Online. Civil.Ge, ახალი ამბები საქართველოდან. ციტირების თარიღი: 2011-01-14.


წინამორბედი:
ზურაბ ჟვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2005 2007
შემდეგი:
ლადო გურგენიძე