თედო ჯაფარიძე
თედო ჯაფარიძე | |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 2003 – 20 მარტი, 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | ირაკლი მენაღარიშვილი |
მემკვიდრე | სალომე ზურაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი, 2002 – 30 ნოემბერი, 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | ავთანდილ ჯორბენაძე |
წინამორბედი | ნუგზარ საჯაია |
მემკვიდრე | ვანო მერაბიშვილი |
დაბადებული | 18 სექტემბერი, 1946 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
პროფესია | ფილოლოგი, ისტორიკოსი, დიპლომატი |
საქმიანობა | პოლიტიკა |
ჯილდოები |
თედო ჯაფარიძე (დ. 18 სექტემბერი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2003–2004). გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელის დაამთავრა წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974–1977 წლებში თედო ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. 1977–1989 წლებში ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1990 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსი იყო. 1991 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1992 წელი — მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ ეროვნულ უშიშროების საკითხებში. 1994–2002 წლებში თედო ჯაფარიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აშშ-სა და კანადაში. 2002 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2003 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 20 მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.
ჰყავს ერთი შვილი. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018) „საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თედო ჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თედო ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თედო ჯაფარიძე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა“. ghn.ge. 29 მაისი, 2018. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
|
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები
- დაბადებული 18 სექტემბერი
- დაბადებული 1946
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- ჯაფარიძეები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები