დავით უსუფაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე
მემკვიდრეირაკლი კობახიძე

დაბადებული5 მარტი, 1968 (1968-03-05) (51 წლის)
მაღარო, სიღნაღის რაიონი
საარჩევნი ოლქისაბურთალო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაშენების მოძრაობა
მეუღლეთინათინ ხიდაშელი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1992)
დიუკის უნივერსიტეტი (1999)
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერაDavid Usupashvili signature.svg

დავით უსუფაშვილი (დ. 5 მარტი, 1968, მაღარო) — ქართველი იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-2013 წლებში. მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს. სტუდენობისას, 1990—1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში. 1992—1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი. 1993—1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საიას ერთ-ერთი დაფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე 1997 წლამდე. 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი. 1999—2000 წლებში იყო AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში დასახელებული იყო საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნებში მან 66.09%-ით გაიმარჯვა.[1] 21 ოქტომბერს ახლად შეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.[2]

2017 წლის 16 ივნისს დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შენების მოძრაობა დააფუძნა.[3] იგი მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა ხმების 2.26% (36 037 ხმა) მიიღო.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. #3 საბურთალო — საბოლოო მონაცემები. ცესკო. წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი 2012‎.
  2. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულია დავით უსუფაშვილი. „რადიო თავისუფლება“ (21 ოქტომბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი 2012‎.
  3. „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. Reginfo.ge (16 ივნისი, 2017). წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2019.
  4. ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. matsne.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2019.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით ბაქრაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2012 – 2016
შემდეგი:
ირაკლი კობახიძე