გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1971 |
დაბადების ადგილი | ბოლნისი, საქართველოს სსრ, სსრკ [1] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თსუ |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
პარტია | ქართული ოცნება |
საქმიანობა | ფინანსისტი, პოლიტიკოსი |
გოგი მეშველიანი (დ. 30 ნოემბერი, 1971) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი. საქართველოს 2 მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გოგი მეშველიანი დაიბადა 1971 წლის 30 ნოემბერს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი.
1991-1994 წლებში იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის ოფიცერი, 1994-1995 წლებში კი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული. 1995-1996 წლებში საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ბიუროს უფროსი. 1996-1997 წლებში იგი იყო ბოლნისის რაიონის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. 1997-2001 წლებში იკავებდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობას. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2005-2014 წლებში იკავებდა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორის თანამდებობას. 2014-2016 წლებში იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ფრაქციის „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოგი მეშველიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოგი მეშველიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გოგი მეშველიანი დაარქივებული 2019-03-30 საიტზე Wayback Machine. — ქართული ოცნების საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გოგი მეშველიანის ქონებრივი დეკლარაცია
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|