თეიმურაზ ჭკუასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეიმურაზ ჭკუასელი
თეიმურაზჭკუასელი.png
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1944 (1944-10-20) (75 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა მომღერალი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი

თეიმურაზ ჭკუასელი (დ. 20 სექტემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მომღერალი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1944 წლის 20 სექტემბერს, თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1979 წლებში იგი იყო ხალხური მუსიკისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი. 1980-1992 წლებში იკავებდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი, განყოფილების გამგე და მთავარი რედაქტორი. 1986 წელს დააფუძნა ანსამბლი „ქართული ხმები“ და არის მისი სოლისტი. 1994-2003 წლებში — საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]