ეთერ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთერ გუგუშვილი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1925
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 2005 (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ეთერ ნიკოლოზის ასული გუგუშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1925, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 2005, იქვე) — ქართველი თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი. საქართველოს (1967), აფხაზეთის (1974) და დაღესტნის (1984) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971), პროფესორი (1973).

დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1950 წელს. 1954-1955 წლებში მუშაობდა კულტურის სამინისტროში: იყო ხელოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ სამმართველოს უფროსი; 1955-1972 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, 1973-2005 წლებში — ინსტიტუტის რექტორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მდივანი და პრეზიდიუმის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9 აპრილი, 1991). 1995 წლიდან იყო ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ნაშრომი ქართული თეატრის შესახებ. დაჯილდოებულია კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით (1974), ღირსების ორდენით (1996).

გადაღებულია ფილმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]