გიორგი კვირიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 2015 – 13 ივნისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიირაკლი ღარიბაშვილი
მემკვიდრემამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 2015 – 29 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითამარ ბერუჩაშვილი
მემკვიდრემიხეილ ჯანელიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 1 სექტემბერი, 2015
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედივერა ქობალია
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული20 აგვისტო, 1967 (1967-08-20) (56 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაახალი მემარჯვენეები (2000-2004)
ქართული ოცნება (2011-2018)
შვილები4
განათლებასამედიცინო უნივერსიტეტი (1991)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995)

ილინოისის უნივერსიტეტი (1998)
პროფესიაეკონომისტი, ფინანსისტი
რელიგიამართლმადიდებელი

გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე[1]. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.[2]

ბიოგრაფია

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. 1998 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ილინოისის უნივერსიტეტში. 1993-1996 წლებში მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში, 1996-1997 წლებში იყო „Trade Invest Bank-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 1998 წელს კვლავ გაერთიანებული ქართული ბანკში მუშაობდა, იყო ერთ-ერთი დირექტორი.

1999 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წელს გამოეყო მოქალაქეთა კავშირს სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად და იყო გახდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2001-2002 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა კორპორატიული ფინანსების სალექციო კურსი.

2004 წლიდან დაუბრუნდა საბანკო სექტორს. 2004-2006 წლებში იყო პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი. 2006—2011 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. 2012-2015 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 18-11-2016-დან — 30-11-2016-მდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2018 წლის 13 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოწყობილი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. ამ შესახებ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვერა ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2012 – 2015
შემდეგი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
წინამორბედი:
თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2015
შემდეგი:
მიხეილ ჯანელიძე
წინამორბედი:
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2015 - 2018
შემდეგი:
მამუკა ბახტაძე