კობა ლურსმანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კობა ლურსმანაშვილი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1970 (1970-03-05) (50 წლის)
დაბადების ადგილი დაბა ხარაგაული
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

კობა ლურსმანაშვილი (დ. 5 მარტი, 1970, დაბა ხარაგაული) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, ხოლო 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1987-1988 წლებში იყო სოფ. თეთრიწყაროს კოლმეურნეობის კოლმეურნე წევრი; 1994-1996 წლებში ა/ს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დაცვის ლიგა“-ში იურისტი; 1996-1997 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი; 1997 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 1998-2002 წლებში ხარაგაულის რაიონის საკრებულო, „ადამიანის უფლებების კომისია“, თავმჯდომარე; 2002-2003 წლებში კიცხის თემის, გამგებელი; 2003-2004 წლებში იყო ფინანასთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2004-2009 წლებში იყო ინდივიდუალური მეწარმე; 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატი; 2013-2016 წლებში იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]