დემურ დვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დემურ დვალიშვილი (დ. 15 თებერვალი, 1938 — გ. 9 სექტემბერი, 1994) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემურ დვალიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე. დაიბადა 1938 წელს. დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1961 წელს დემურ დვალიშვილი მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად, შემდეგ კი განყოფილების გამგედ. მას 1975 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, უკავია ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის თანამდებობები. 1977–1981 წლებში დემურ დვალიშვილი ქ. მახარაძის (ოზურგეთი) რაიკომის მდივანია. 1981 წლიდან 1990 წლამდე დემურ დვალიშვილი საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრია. 1990–1991 წლებში მას ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამ პერიოდში იგი საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარეა. 1992 წლის ნოემბერში დემურ დვალიშვილი ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. დემურ დვალიშვილი გარდაიცვალა 1994 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]