შინაარსზე გადასვლა

ლევან მამალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.
ლევან მამალაძე
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1968 (1968-01-17) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

ლევან მამალაძე (დ. 17 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი, 1991 წელს — ბოლონიის უნივერსიტეტი, ხოლო 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1991-1994 წლებში იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“. 1994 წლიდან პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში.

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი.1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდით პროდუქტიულობის ამაღლება მეცხოველეობაში“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]