როლანდ ახალაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
როლანდ ახალაია
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1950 (1950-04-01) (71 წლის)
დაბადების ადგილი საჯიჯაო, ხობის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

როლანდ ახალაია (დ. 1 აპრილი, 1950, საჯიჯაო, ხობის რაიონი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978-2012 წლებში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1978-1979 წლებში ლანჩხუთის რაიპროკურატურის სტაჟიორი, ხოლოდ 1981-2001 წლებში ზუგდიდის რაიონის პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, პროკურორი. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარი სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი. 2004 წელს საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორი, ხოლო 2008-2012 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]