ვალერი ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერი ასათიანი
საქართველოს სსრ-ის
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 1985 – ნოემბერი, 1990
წინამორბედითემურ ბადურაშვილი
მემკვიდრენოდარ წულეისკირი

საქართველოს რესპუბლიკის
საქართველო
საქართველო
კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი, 1995 – 13 სექტემბერი, 2000
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიდავით მაღრაძე
მემკვიდრესესილი გოგიბერიძე

დაბადებული15 ნოემბერი, 1950 (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)
განათლებაივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, დაამთავრა 1972 წლის 6 სექტემბერს.
ჯილდოებიალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი.

ვალერი ასათიანი (დ. 15 ნოემბერი, 1950, თბილისი, საქართველო) — ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი 1985 წლის 17 სექტემბრიდან1990 წლის ნოემბრამდე და 1995 წლის 21 დეკემბრიდან2000 წლის 13 სექტემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში 1988—1990 წლებში, არის პროფესორი, ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი 1992 წლიდან და საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი 1994 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994—)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1994—)
  • უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988—1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიზანტიური ცივილიზაცია (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2006. - 563გვ.. - ISBN: 99940-31-98-8
  • ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2005. - 270გვ.
  • ჩვენებურებთან (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 366გვ.
  • ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქათულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996. - 368გვ.
  • აკაკი ურუშაძე (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1995. - 47გვ.
  • მოძღვართმოძღვარი (შემდგენელი). - თბილისი, 1991. - 133გვ.
  • ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1987. - 280გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]