ჯემალ შონია
იერსახე
| ჯემალ შონია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 13 აგვისტო, 1947 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
ჯემალ შონია (დ. 13 აგვისტო, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1971-1990 წლებში იყო გალის რაიონული გაზეთის რედაქციის ლიტმუშაკი, პასუხისმგებელი მდივანი. საქართველოს ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირების წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).