1980-1988 წლებში იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988-1991 წლებში იყო ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1992 წლებში იყო წყალტუბოს ზონის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარე, სამმართველოს უფროსი. 1992-1993 წლებში იყო წყალტუბოს ზონის გამგებლის I მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 29 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების სხვადასხვა ფორმების ურთიერთქმედება მინერალოგიურ ასოციაციებთან“. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.