მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა დევდარიანი (დ. 10 ოქტომბერი , 1958 , თბილისი , საქართველოს სსრ , სსრკ ) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. საქართველოს სახალხო დამცველი 2000–2003 წლებში.[ 1] [ 2] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V დევდარიანის შვილიშვილი.[ 3]
1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი , დრამის რეჟისორის მიმართულებით. 1983–1990 წლებში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში. მიღებული აქსვს საქართველოს და საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიები. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მერმისი“, იყო მისი გენერალური პროდიუსერი. 1992 წელს დააფუძნა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დრონი“.[ 4] 1993 წელს დაჯილდოვდა პრემიით „მანა“ , როგორც საუკეთესო პროდიუსერი. 1992 -1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1998 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს მდივანი. 1999 -2000 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2000 წელს გახდა საქართველოს სახალხო დამცველი . 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2001–2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ ღამის პროგრამის რედაქტორად. სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში .[ 4]
2012 წლის არჩევნებისთვის შეუერთდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ , თუმცა არჩევნებამდე დატოვა.[ 5] არჩევნებში იყო კოალიცია „კახა კუკავა — თავისუფალი საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი.[ 6] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ნინო ბურჯანაძის ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი[ 7] და კანდიდატი №16 მაჟორიტარულ ოლქში (დიდუბე, დიღმის მასივი, ზაჰესი).[ 8] შემდგომში გახდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიული სიის მე-6 ნომერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი.[ 9] პარლამენტში შესვლაზე პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის უარის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო ნანა დევდარიანი, მაგრამ მანაც უარი განაცხადა.[ 10]
არის რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელი, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ და „სახალხო სასამართლო ფონდი“.[ 6]
↑ დევდარიანი ნანა — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
↑ ედუარდ შევარდნაძე და ნანა დევდარიანი
↑ „ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა“ . www.ambebi.ge . 14 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024 .
↑ 4.0 4.1 ნანა დევდარიანი — ეროვნული ფილმოგრაფია . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-10-27.
↑ „ნანა დევდარიანმა ”ქართული ოცნება” დატოვა“ . ghn.ge (ინგლისური). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024 .
↑ 6.0 6.1 რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე . ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024
↑ „ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია“ . Tabula . 8 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024 .
↑ „73 მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის 800–ზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს“ . Civil.Ge . ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024 .
↑ შვიდი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები ka. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო . ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024
↑ „ცესკოს ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სიიდან სამი ადამიანის გარდა, ყველა წევრი ჩახსნილი ჰყავდა“ . www.interpressnews.ge . 6 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024 .