თენგიზ ბეჟაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ ბეჟაშვილი
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 1948 (1948-02-19) (72 წლის)
დაბადების ადგილი სიღნაღი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თენგიზ ბეჟაშვილი (დ. 19 თებერვალი, 1948, სიღნაღი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1966 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში იყო დამხმარე მუშა, დურგალი, მღებავი; 1977 წლიდან სიღნაღის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი, 1978 წლიდან ამავე რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წერი: მაჟორიტარი, სიღნაღის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, იურიდიული კომისიის, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2003-2004 წლებში იყო სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც საუკეთესო ადვოკატი დაჯილდოებულია ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]