ავთანდილ მარგიანი
ავთანდილ მარგიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 დეკემბერი, 1945 მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ 1945-1991 საქართველო 1991-დღემდე |
განათლება | უმაღლესი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
საქმიანობა | სპორტსმენი |
პარტია | ერთიანი საქართველო |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
მეუღლე(ები) | მარინა დათუკიშვილი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ავთანდილ მარგიანი (დ. 24 დეკემბერი, 1945, მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი და საბჭოთა პოლიტიკოსი, სპორტსმენი, დამოუკიდებელი საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი 1990-1991 წლებში. 1992-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი და პარლამენტის დეპუტატი. ამჟამად არის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968-1971 წლებში — ლუდის ქარხნის ბრიგადირი. 1971-1977 წლებში — კომბინატ „ელბრუსის“ ინჟინერი, შემდეგ მთავარი ინჟინერი. 1978-1980 წლებში ტრანსნავთობის ბაზის უფროსი. 1980-1989 წლებში კომპარტიის გარდაბნის რაიონის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი. 1989-1990 წლებში კომუნისტური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.[3]
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი კომუნისტური პარტიიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში იყო „საქართველოს დემოკრატიული კავშირის“ თანათავმჯდომარე, 1992 წლიდან — თავმჯდომარე. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[4] 1992 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია „დემოკრატიული კავშირის“ წევრი, 1992-1995 წლებში — საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი. იყო 1993 წელს შექმნილი თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება „კარადენის“ დამფუძნებელი. 1995 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი.[3] იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე.
ჰყავს მეუღლე, მარინა დათუკიშვილი და 2 შვილი.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავთანდილ მარგიანი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ავთანდილ მარგიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა — ავთანდილ მარგიანი
- ↑ presidenti.ge - ავთანდილ მარგიანი[მკვდარი ბმული]
- ↑ 3.0 3.1 3.2 ავთანდილ მარგიანი — საქართველოს პოლიტიკური პარტიები
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 117, ISBN 978-9941-0-5972-8.
|
|