ანრი ყრუაშვილი
Jump to navigation
Jump to search
ანრი ყრუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1934 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ანრი ყრუაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1934) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს საპროექტო ინსტიტუტების „თბილქალაქპროექტის“, „თბილზნიეპის“, „საქქალაქმშენსახპროექტის“ არქიტექტორი, შემოქმედებით გაერთიანება „არქფონდის“ მთავარი არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]