გურამ შარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ შარაძე
Guram Sharadze.jpg
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი 1940(1940-10-17)
დაბ. ადგილი გურიანთა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 20 მაისი 2007(2007-05-20)[1] (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ისტორია, ფილოლოგია და პოლიტიკა
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

გურამ სევერიანის ძე შარაძე (დ. 17 ოქტომბერი 1940, გურიანთა, ოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი, 2007, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).

1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. კაპიტალური ორტომეული ნაშრომი დაწერა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე (1987-1990), რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. მ. აბაშიძის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“.

2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლულ იქნა თბილისის ცენტრში.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), თბ., 1972-1974 წწ;
  • არქეოგრაფიული ძიებანი, თბ., 1973;
  • მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978;
  • პლატონ იოსელიანი, რუსთველოლოგი, თბ., 1980;
  • ბელა ვიკარი, „ვეფხისტყაოსნის“ უნგრულად მთარგმნელი, თბ., 1981;
  • მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, თბ., 1983;
  • ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), თბ., 1984;
  • ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი – თაყაიშვილი, თბ., 2005;
  • აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი I, თბ., 2006;
  • აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, თბ., 2006. აკაკის იუბილე, თბ., 2006;
  • აკაკის სიკვდილი და დასაფლავება, თბ., 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]