შინაარსზე გადასვლა

გოდერძი ჩანქსელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძი ჩანქსელიანი
შსს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003  2004

„ბევრილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004  2016

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016  დღემდე
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე

დაბადებული6 მარტი, 1969 (1969-03-06) (57 წლის)
გულრიფში, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქი№32 საარჩევნო ოლქი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

გოდერძი ჩანქსელიანი (დ. 6 მარტი, 1969, გულრიფში, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევების დეპუტატი.

გოდერძი ჩანქსელიანი დაიბადა 1969 წლის 6 მარტს, გულრიფშში. 1994 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია იურისტის კვალიფიკაციით. 1989-1990 წლებში იყო აფხაზეთის შსს დაცვის პოლიციის რიგითი პოლიციელი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გმს ინსპექტორი. 2000-2001 წლებში — საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი. 2001-2003 წლებში — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან წინააღმდეგ ბროლის სამსახურის უფროსი. 2003-2004 წლებში — შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2004 წელს დააფუძნა შპს „ბევრილი ჯგუფი“, რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004-2016 წლებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 54,41% მიიღო (10 750 ხმა).[1]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]