ოთარ ლითანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოთარ ლითანიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ოთარ ლითანიშვილი
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1923
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 26 სექტემბერი, 2003 (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ოთარ ლითანიშვილი (დ. 15 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 26 სექტემბერი, 2003) — ქართველი არქიტექტორი, თანამდებობის პირი, მხატვარი.

1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1941–1944 წლებში იყო სსრკ–გერმანიის ომის მონაწილე. 1955–1957 წლებში იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი. 1957 წელს იყო თბილისის მთავარი მხატვარი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. 1992–1993 წლებში იყო თბილისის მერი. 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1996 წლიდან არჩეულია თბილისის აღორძინების ფონდის პრეზიდენტად. ავტორია მრავალი არქიტქტურული პროექტისა თბილისში, სოხუმში, გუდაუთაში და სხვა. აქტიურად მოღვაწეობდა ქართული თეატრის სცენოგრაფიაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]