ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი | ||
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
22 აპრილი, 2015 – 29 ნოემბერი, 2016 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი | |
წინამორბედი | დავით შავლიაშვილი | |
მემკვიდრე | ზურაბ ალავიძე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
ოქტომბერი, 1993 – მარტი, 1998 | ||
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე | |
პრემიერ-მინისტრი | ოთარ ფაცაცია ნიკო ლეკიშვილი ვაჟა ლორთქიფანიძე | |
წინამორბედი | დემურ დვალიშვილი | |
მემკვიდრე | ირაკლი მანაგაძე | |
დაბადებული | 7 ოქტომბერი, 1954 სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი |
ნოდარ ჯავახიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1954) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993-1998 წლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2015-2016 წლებში. 2016 წლის დეკემბრიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნოდარ ჯავახიშვილი 1972-1977 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა — ფინანსები და კრედიტები.
1977 წელიდან 1991 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა სახბანკში. 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისი პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე. 2011-2014 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის" - გენერალური დირექტორი. 2014 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015-2016 წლებში იყო მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნოდარ ჯავახიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოდარ ჯავახიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ნოდარ ჯავახიშვილი — სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. გურიანიუსი (12 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2018.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დემურ დვალიშვილი |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 – 1998 |
შემდეგი: ირაკლი მანაგაძე |
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით შავლიაშვილი |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2015 – 2016 |
შემდეგი: ზურაბ ალავიძე |
|
|