მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუჯაბიძე.
|
ბიძინა გუჯაბიძე (დ. 24 თებერვალი, 1956, სოფელი ბაღლები, ჯურუყვეთის თემი, ლანჩხუთის რაიონი, — გ. 12 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი 2004 და 2012 წლებში.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983-1986 წლებში იყო აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტი და მთავარი სპეციალისტი. 1986-1988 წლებში იყო ლანჩხუთის სახალხო კონტროლის რაიონული განყოფილების ინსპექტორი. 1988-1990 წლებში ლანჩხუთის რაიკომის ინტრუქტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. იმავე ოლქში იყრიდა კენჭს 2008 წლის არჩევნებშიც, თუმცა დამარცხდა. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.