გივი ურიათმყოფელი
იერსახე
გივი ურიათმყოფელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1961 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გივი ურიათმყოფელი (დ. 25 იანვარი, 1961) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1978-1979 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოს კოლეურნეობის წევრი, 1983-1989 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ეკონომისტი. 1990 წლიდან იყო მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის მთავარი ბუღალტერი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]