ტრისტან ხანიშვილი
ტრისტან ხანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1947 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ტრისტან ხანიშვილი (დ. 30 მარტი, 1947) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი და პოლიტიკური მოღვაწე.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1965-1966 წლებში იყო კასპის კომუნალური მეურნეობის კომბინატის ინვენტარიზატორი. 1968 წლიდან იყო სოფელ ურბნისის საბჭოთა მეურნეობის აგროუბნის მუშა, 1972 წლიდან იყო ბრიგადირი, 1976 წლიდან იყო რუისის საბჭოთა მეურნეობის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, 1979 წლიდან იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ქარელის რაიკომის ინსტრუქტორი, 1980 წლიდან იყო სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე, 1983-1990 წლებში იყო ქარელის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).