რამაზ საყვარელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამაზ საყვარელიძე
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1950 (1950-02-18) (74 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

რამაზ საყვარელიძე (დ. 18 თებერვალი, 1950, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 19901996 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. 19921995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“. 19931995 წლებში სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს-მდივანი. 19951999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2005-2006 წლებში იყო ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 19802006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან არის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40-მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის“, დაიცვა 1979 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]