ვაჟა გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟა გურგენიძე
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1940
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი, 2020 (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ვაჟა გურგენიძე (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2020) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს ასპირნტურა. 1966-1990 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1966-1983 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1978-1979 წლებსი — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, 1983-1990 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლექტორი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, იდეოლოგიის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, საერთო განყოფილების გამგე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი, 1990 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]