გელა სამხარაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გელა სამხარაული
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი, 1970 (1970-09-04) (50 წლის)
დაბადების ადგილი ახმეტა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“

გელა სამხარაული (დ. 4 სექტემბერი, 1970, ახმეტა) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის თბოგაერთიანებაში ზეინკლად. 1992-1996 წლებში იყო ფირმა „ალიდა“. 1996-1998 წლებში — ქართულ-იტალიური ბანკი „ინდუსტრიაბანკი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1998-2000 წლებში იყო ქართულ-იტალიური შპს „საქართველო“, კომერციული დირექტორი. 2000-2005 წლებში — შპს „ფალავანი“, კონსულტანტი. 2005-2012 წლებში „დია ალავერდი“ დირექტორი; 2006-2007 წლებში იყო „დია გრუპი“, დირექტორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]