ვაჟა ოთარაშვილი
ვაჟა ოთარაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ნოემბერი, 1955 |
დაბადების ადგილი |
კასპი, ![]() ![]() |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ვაჟა ოთარაშვილი (დ. 7 ნოემბერი, 1955, კასპი) — ქართველი ინჟინერი, პოეტი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
1977-1980 წლებში იყო საქკვებმრეწვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსი ინჟინერი. 1989-1992 წლებში იყო გამომცემლობა „გულანის“ დირექტორი. ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა“ (1986), „თოვლისფერი ღამეები“ (1989), „გველის წელიწადი“ (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი“ (1991), „ცრემლები ქარში“ (1999), „ხეკორძულელის აღსარება“ (2001), „ცის სარკმელები“ (2003), „მწუხარე ბედნიერება“ (2006), „XXI“ (2008). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მწერალთა ასოციაცია „გულანი“, ვიცე–პრეზიდენტი (1989-1992)
- საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია, მდივანი (1992-1995)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2004 — გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 2000 — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
- 1991 — ასოციაცია „გულანის“ პრემია
- 1987 — ალმა–ატის პოეზიის ფესტივალის პრემია
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემი გულუბრყვილო ლანდი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი (სტ. N1), 1992. - 160გვ.
- გველის წელიწადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 67გვ.
- თოვლისფერი ღამეები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 121გვ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვაჟა ოთარაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვაჟა ოთარაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
|