კახა კუჭავა
კახა კუჭავა | |
2020 წელს | |
საქართველოს პარლამენტის მე-12 თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 აპრილი, 2021 – 24 დეკემბერი, 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | არჩილ თალაკვაძე |
მემკვიდრე | შალვა პაპუაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 24 აპრილი, 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2016 – 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია |
დაბადებული | 23 სექტემბერი, 1979 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოტინგემის სამართლის სკოლა |
კახა (კახაბერ) კუჭავა (დ. 23 სექტემბერი, 1979) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, სამართლის მაგისტრი. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე 2016-2020 წლებში. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 27 აპრილიდან 24 დეკემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა ნოტინგემის სამართლის სკოლაში (Nottingham Law School) საკორპორაციო სამართლის მაგისტრის ხარისხის დასაცავად, რომელიც დაასრულა 2003 წლის ნოემბერში. 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემის სამართლის სკოლაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ - იურისტად და საქართველოს წითელი ჯვრის იურისტის პოზიციებზე. 2001 წლის ბოლოს წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გენერალურ ასამბლეაზე ჟენევაში. 2002 წლიდან ჩაერთო დიდი კორპორაციული კლიენტების ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო დავებში მონაწილეობაში.
2011 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე იყო „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (ICC - International Chamber of Commerce) დირექტორთა საბჭოს წევრი.
2001-2002 სასწავლო წლებში მიწვეული იყო, სამართლის მასწავლებლად თბილისის 53-ე სკოლაში. საგანმანათლებლო საქმიანობა განაგრძო უნივერსიტეტებში და კითხულობდა ლექციებს: თსუ-ში, კავკასიის უნივერსიტეტში, GIPA-ში და New Vision უნივერსიტეტში. კავკასიის უნივერსიტეტში მიწვეული იყო ასოცირებული პროფესორის სტატუსით.
2003 წელს მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“. 2004 წლის დეკემბრიდან მიიწვიეს ევროკავშირის პროექტში „Georgian-European Policy and Legal Advise Center“ - საკორპორაციო სამართლის სპეცილისტად. ამ პროექტში მან იმუშავა 2005 წლის აგვისტომდე.
2005 წლის მაისიდან პარალელურად დაიწყო მუშაობა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, მისი მიწვევის მიზანი, რეორგანიზაციულ საკითხებში დახმარება იყო, ახლად დანიშნული ხელმძღვანელობისთვის.
2005 წლის ნოემბრიდან მუშაობა დაიწყო Chemonics International-ის იურისტად, რომელიც საქართველოში ახორციელებდა USAID-ის პროგრამას Business Climate Reform (ბიზნეს გარემოს რეფორმა). ამ პროექტის პარგლებში ჩართული იყო საჯარო რეესტრის რეორგანიზაციისა და რეფორმირების პროცესში.
2007 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) იურისტად, კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული საკანონმდებლო საქმიანობის კუთხითაც, მათ შორის არის მეწარმეთა შესახებ კანონის, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის, ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის თანაავტორი. 2009 წლის სექტემბრიდან წარმოადგენდა IFC-ის „კრიზისების მართვისა და სამეთვალყურეო საბჭოს შეფასების“ პროგრამას, კომპანიებისათვის. პროგრამა ხორციელდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში. IFC-ში მუშაობის პერიოდში მონაწილება აქვს მიღებული სხვადასხვა სახელმძღვანელოების შემუშავებაში, აგრეთვე ორჯერ დაასახელეს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო თანამშრომლად და მის მიერ დაწერილი სტატია გახდა ერთ-ერთი პრიზიორი.
2010 წელს მან დააფუძნა იურიდიული ფირმა „ერისთავი და პარტნიორები“. დღეს ეს ფირმა არის ერთ-ერთი, რომელსაც ორი წარმომადგენლობითი ოფისი გააჩნია თბილისსა და ბათუმში.
2011 წლიდან დაიწყო მუშაობა „ზოფხითოს“ პროექტზე, რომელიც წარმოადგენდა მიტოვებულ საბადოს, ზემო რაჭის რაიონში. 2012 წლის თებერვალში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო აუქციონში და მოიპოვა 30 წლიანი ლიცენზია საბადოს შესწავლა-მოპოვებისათვის. ლიცენზიაში მან 990.000 ლარი გადაიხადა.
2015 წლის ივლისიდან 2015 წლის ნოემბრამდე იყო „Georgian Copper and Gold“-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. 2015 წლის ნოემბრიდან დაინიშნა, ამ კომპანიის გენერალურ დირექტორად.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელა რამდენიმე დიდი პროექტი და ახალი ინიციატივები. მათ შორის:
2011 წლის მაისში დააარსა „საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტი“, რომელიც IFC-სთან თანამშრომლობით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და თანამშრომლობს კომპანიებთან კომრაციული მართვის გაუმჯობესების კუთხით.
კახა კუჭავა იყო „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კახა კუჭავა 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. თანამდებობაზე ჩაანაცვლა არჩილ თალაკვაძე.[2] ამავე წლის 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თანამდებობისა[3] და საპარლამენტო მანდატის[4] დატოვების შესახებ. 2022 წლის 15 თებერვალს მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს.[5]
კვლევები და პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო (თანაავტორი)
- საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან
- ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში
- ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები
- კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები
- აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები
- საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის - „კორპორაციული მართვის“ გამომცემელთა საბჭოს წევრი [6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაბერ კუჭავა Facebook-ზე
- კახა კუჭავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახა კუჭავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
- ↑ „პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-27. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კახა კუჭავა გადადგა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი ხდება“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ პარლამენტმა კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
- ↑ ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-10. ციტირების თარიღი: 2017-02-16.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: არჩილ თალაკვაძე |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 27 აპრილი, 2021 — 24 დეკემბერი, 2021 |
შემდეგი: |
|
|