შინაარსზე გადასვლა

გიორგი ბეგაძე (ეკონომისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ბეგაძე (პარლამენტის წევრი))
გიორგი ბეგაძე
გიორგი ბეგაძე
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

დაბადებული23 ნოემბერი, 1972 (1972-11-23) (51 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ბეგაძე (დ. 23 ნოემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

გიორგი ბეგაძე დაიბადა 1972 წლის 23 ნოემბერს, თბილისში. 1989-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1999 წელს გაიარა USAID-ის პროგრამით განხორციელებული კურსი და მიიღო ინსტრუქტორის, ტრენერის კვალიფიკაცია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამუშაო გამოცდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბეგაძე 2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო ტრენინგებში, ტრენერად. გავლილი აქვს სტაჟირებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2005 წელს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა „ირმის ნახტომის" ფინანსური მენეჯერი. 2011 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი. 2013 წელს მუშაობდა ვილნიუსის გამოყენებითი უნივერსიტეტის ლექტორად. 2014 წელს მიიღო ვარშავის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტიპენდია ტურიზმის სწავლების მეთოდოლოაგიაში. 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და იკავებს ტურიზმის ცენტრის დირექტორის თანამდებობას. 2005-2016 წლებში აქვს საგადასახადო კოდექსის, შრომის უფლებების დაცვის, საპენსიო რეფორმის, ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით კვლევების გამოცდილება. არის ICOM წევრი და საქართველოს ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებელი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (№30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2019 წლის 15 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ “ქართული ოცნება” დატოვა“. akhalitaoba.ge. 14 ნოემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)