შინაარსზე გადასვლა

მარიკა ვერულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიკა ვერულაშვილი
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1971 (1971-03-19) (53 წლის)
დაბადების ადგილი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2004-2013)
საქმიანობა პარლამენტის წევრი
შვილ(ებ)ი 1

მარიკა ვერულაშვილი (დ. 19 მარტი, 1971, ახალსოფელი, ყვარლის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის (2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრი.

1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1997 წლებში მუშაობდა „პირველი არხის“ პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2001 წელს დაიწყო მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]