ირაკლი აბესაძე
ირაკლი აბესაძე | ||
საქართველოს პარლამენტის წევრი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია | |
თბილისის მერის მოადგილე | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2013 – 2014 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი | |
დაბადებული | 11 ივნისი, 1982 სსრკ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი) ევროპული საქართველო | |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ირაკლი აბესაძე (დ. 11 ივნისი, 1982) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1982 წლის 11 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2004 წლებში იყო შპს „სამგორი ჯგუფის“ იურისტის თანაშემწე. 2004 წელს — თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე. 2005-2007 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. 2008 წელს — თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში იყო თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო თბილისის მერის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირაკლი აბესაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი აბესაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი