ბიძინა დანგაძე
ბიძინა დანგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1951 |
დაბადების ადგილი |
ქვილიშორი, წყალტუბოს რიონი, ![]() ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივლისი, 2007 (56 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიძინა დანგაძე (დ. 27 მარტი, 1951, სოფ. ქვილიშორი, წყალტუბოს რიონი — გ. 13 ივლისი, 2007) — ქართველი გეოლოგი, პოლიტიკოსი.
1977 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1977 წლიდან მუშაობდა შავი მეტალურგიის როსტოვის სამმართველოს თბილისის გამშვებ-გამმართველი უბნის ინჟინერად, 1987 წლიდან — ლილოს ხილბოსტნეულის კომბინატის ოპერატორად. ეწეოდა პარტიულ-საზოგადოებრივ საქმიანობას. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე(1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიძინა დანგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა დანგაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი