ირაკლი შიოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი შიოლაშვილი
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1983 (1983-02-11) (37 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“

ირაკლი შიოლაშვილი (დ. 11 თებერვალი, 1983, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

2005 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ამავე ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი. სპეციალობა ბიზნესის სამართალი და სამართალმცოდნეობა.

2005-2006 წლებში იყო შპს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი; 2006-2007 წლებში შპს „მშენებლობის პროექტების“ სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2009-2010 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2012-2013 წლებში დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად; 2013-2016 წლებში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]