ანრი ოხანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანრი ოხანაშვილი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1985 (1985-06-10) (35 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ანრი ოხანაშვილი (დ. 10 ივნისი, 1985) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით; ქ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.) 2010 წელს; 2012 წლიდან დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

2007-2008 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალისტი; 2008 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, 2008-2009 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2010-2012 წლებში იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010 წელს ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დეკანის თანაშემწე; 2011-2012 წლებში ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე; 2012-2016 წლებში იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2012-2013 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის მოადგილე; 2015-2017 წლებში (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი; 2016-2017 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატი, აპარატის უფროსი. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]