ზურაბ ნასარაია
ზურაბ ნასარაია | |
![]() | |
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2018 – 9 თებერვალი, 2021 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია |
წინამორბედი | მერაბ ჭანუყვაძე |
მემკვიდრე | გიორგი სახოკია |
დაბადებული | 19 ოქტომბერი, 1973 ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | საჯარო მმართველობის დოქტორი |
პროფესია | მართვა-მანქანათმშენებლობის ინჟინერ-ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ზურაბ ნასარაია (დ. 19 ოქტომბერი, 1973, ფოთი) — ქართველი პოლიტიკოსი. საჯარო მმართველობის დოქტორი, ინჟინერ-ეკონომისტი, 2002-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2018-2021 წლებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე, მართვა-მანქანათმშენებლობის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2021 წელს მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი. [საჭიროებს წყაროს მითითებას]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990-1993 წლებში იყო ქალაქ ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ეკონომისტი. 1993-1995 წლებში ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1995-1996 წლებში ფოთის მალთაყვის უბნის მუნიციპალური ტერიტორიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1996-1997 წლებში ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის თავმჯდომარე. 1997 წელს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მმართველობის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი. 1997-1998 - 100% სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოება „ფოთის გემსაშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1998-1999 წლებში ქალაქ ფოთის მერიის კანცელარიის უფროსი. 1999-2002 - ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, მერია) აპარატის უფროსი. 2002 წელს ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, ასევე საქართველოს პარლამენტის საგადასახადო შემოსავლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი და საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი; 2004-2007 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ შრომის, ხელფასისა და სტრუქტურული მოწყობის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2009 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე. 2009-2010 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის შ.პ.ს. „ფროფერთი მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი. 2010-2014 წლებში სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2014-2018 წლებში საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულია გურიის მხარეში.
ორგანიზაციის წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურაბ ნასარაია — ბიბლიოვიკი
- ზურაბ ნასარაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი