შინაარსზე გადასვლა

გოჩა თევდორაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა თევდორაძე
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1963 (1963-06-21) (61 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

გოჩა თევდორაძე (დ. 21 ივნისი, 1963, ქუთაისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

გოჩა თევდორაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ქუთაისის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012 წლის ოქტომბერში გოჩა თევდორაძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს. 2013 წლის 8 აპრილს გოჩა თევდორაძემ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა დატოვა და პატრიოტთა ალიანსს შეუერთდა. [1] თავდაპირველად პატრიოტთა ალიანსის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ხოლო მოგვიანებით პარტიის აღმასრულებელი მდივანი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის საკრებულოში ჩამოყალიბდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ქუთაისის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციამ 2014 წლის 14 მარტამდე იარსება.[2] 2017-2020 წლებში გოჩა თევდორაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო პატრიოტთა ალიანსიდან. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[3] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა ირმა ინაშვილთან და გიორგი ლომიასთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.radiotavisupleba.ge/a/kutaisi/24952387.html
  2. https://www.interpressnews.ge/ka/article/273833-kutaisshi-sakrebulos-prakcia-sakartvelos-patriotta-aliansi-daishala/
  3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  4. „პარლამენტმა ინაშვილს, ლომიას და თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა“. netgazeti.ge. 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)